ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმერეთში მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო პირველი ლოკაცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებმა მოინახულეს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა განათლების ახალმა სივრცემ მოხიბლა ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ის, ესპანეთისა და ისრაელის მედიის წარმომადგენლები.
ქუთაისი, როგორც მზარდი საგანმანათლებლო პროექტების ქალაქი, საქართველოს შესახებ მომზადებულ სტატიებში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მოხვდება ისეთი გამოცემების ფურცლებზე როგორებიცაა „The New York Times“, „BBC“-ის, „Forbes“, „Independent“, „Magazine“, „Marie Claire“, „Sunday Times“ და „Sueddeutsche zeitung“.
იმერეთში ტურის ფარგლებში მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტები მოინახულებენ ქუთაისსა და წყალტუბოს. ეწვევიან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.