logo_geo
eng_logo
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც „ქართული ოცნების“ ღონისძიება მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს
- +

19 თებერვალი. 2022. 12:37

 

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც „ქართული ოცნების“ ღონისძიება მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეჭრა სცადეს.

 

სასტუმრო „ჰილტონში“ ამ წუთებში „ქართული ოცნება“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების მიზნით შეკრებას მართავს. ყრილობა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ მისული და იმ დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ, სადაც „ქართული ოცნება“ ღონისძიებას მართავდა. ისინი პარტიის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ მათ კითხვები აქვთ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სკანდირებდნენ „მკვლელებო“.

 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მომხდარს პროვოკაციად აფასებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი კირთაძე კი მომხდარს პროვოკაციად არ აფასებს. მან განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს ისინი ყველა შეხვედრაზე ანალოგიურს მოუწყობენ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პოლიციამ ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინა, თუმცა ხმაური და დაპირისპირება სასტუმროს გარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. შედეგად, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებით, შვიდი წევრი დააკავეს.

 

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner