„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ბათუმში, პარტიის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდა.
ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედის და ხულოს ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებზე. შეჯერდა პოზიციები დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მაკა ბოჭორიშვილი, რიმა ბერაძე, ნინო წილოსანი, მაია მენაღარიშვილი, ქეთი დუმბაძე, ეკა სეფაშვილი, ზაალ მიქელაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის გონიო-კვარიათის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
დღესვე შეხვედრა გაიმართება ზუგდიდში.