logo_geo
eng_logo
ეროვნულ გალერეაში მხატვარ როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა „ბუფერული ინტერვალები“ გაიხსნა
- +

19 თებერვალი. 2022. 13:05

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ცნობილი მხატვრის როკო ირემაშვილის პერსონალური გამოფენა „ბუფერული ინტერვალები“ გაიხსნა.

 

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.

 

სამინისტროს ინფორმაციით, როკო ირემაშვილის საგამოფენო პროექტი „ბუფერული ინტერვალები“ მულტიმედიური პროექტია, რომელიც მხატვრის საკუთრებაში არსებულ 25 ნამუშევარს მოიცავს. მისი შემოქმედების მთავარი ხელწერა სხვადასხვა მედიების გამოყენებით ინტეგრირებული ნამუშევრების შექმნაა, რაც ამა თუ იმ შინაარსის ორიგინალურად და მძაფრად გადმოცემის საშუალებას იძლევა. პროექტ „ბუფერულ ინტერვალებში“ ადამიანის თავისუფლებისკენ სწრაფვა და მუდმივი წინაღობების გადალახვის პროცესია ასახული. ასევე, ნამუშევრები „თავისუფლების“ თემით მანიპულაციის საფრთხეების შესახებაც მოგვითხრობს.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში გამოცხადდა კონკურსი ეროვნული გალერეის 2022 წლის საგამოფენო გრაფიკის შესადგენად და სწორედ კონკურსის წესით შერჩეული პროექტებით შედგა ეროვნული გალერეის 2022 წლის საგამოფენო გრაფიკი. მხატვარ როკო ირემაშვილის გამოფენა არის კონკურსის წესით შერჩეული პროექტებიდან პირველი გამოფენა, რომელიც ეროვნულ გალერეაში მიმდინარე წელს მოეწყო.

 

გამოფენის ხილვის შესაძლებლობა ვიზიტორებს 4 მარტის ჩათვლით ექნებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner