logo_geo
eng_logo
DW: ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მინსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას
- +

19 თებერვალი. 2022. 13:23

 

„ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მინსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას“, - ამის შესახებ Deutsche Welle-ს ევროკავშირის სტრუქტურების ზედა ეშელონებში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

 

მისი ინფორმაციით, ახლა ევროკავშირი ბელარუსის საწინააღმდეგო ახალ სანქციებზე მუშაობს.

 

„დიახ, ჩვენ განვიხილავთ ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, თუკი ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას“, - ამბობს DW-ს წყარო.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წელს ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები არჩევნების გაყალბებისა და შიდა რეპრესიებისთვის დაუწესა, 2021 წელს კი სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა, რომელიც Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებითა და ევროპაზე ზეწოლის მიზნით მიგრანტების გამოყენებით იყო გამოწვეული.

 

„ახლა ამ ეპოპეის მესამე თავზე გავჩერდით. ლუკაშენკო აძლევს რუსეთს საშუალებას, გამოიყენოს თავისი ქვეყნის ტერიტორია უკრაინაზე თავდასასხმელად“, - განაცხადა წყარომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner