„NATO მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარები უკრაინის საზღვრიდან და გადადგას მნიშვნელოვანი შექმნილი კრიზისის მოგვარებისკენ“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს ის, რაზეც საუბრობს, და გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან. ეს უნდა იყოს პირველი ნაბიჯი კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე. ჯერ კიდევ არაა გვიანი, რუსეთმა შეცვალოს საკუთარი კურსი, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. ასევე კვლავ მოვუწოდებ რუსეთს, დავიწყოთ შეხვედრები ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.