„ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს უმრავლესობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კობახიძის თქმით, აღნიშნული თემით სპეკულირება ხდება.
„ჩვენ ვთქვით თავის დროზე და ამას ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმრავლესობა უზრუნველვყოთ იმ საკრებულოებში, სადაც ამ ეტაპზე არ გვაქვს უმრავლესობა. ბუნებრივია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. რაც შეეხება არასწორ ციტირებას, ესეც იმ სპეკულაციების ნაწილია, რომლითაც ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალა გამოირჩევა, რაც ძალიან სამწუხარო და მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.