logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: მოსაკლავად განწირული ბიჭები ჯალათებს სიცოცხლის შენარჩუნებას ეხვეწებოდნენ!
- +

5 აგვისტო. 2016. 19:31


„ეს ბავშვები რეჟიმმა მხოლოდ საკუთარი პიარის მიზნით დახოცა",- ამ სიტყვებით აფასებს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს 3 ახალგაზრდის დაღუპვას.


მიქიაშვილმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.


„ერთ-ერთი მოწმე ჩვენებას იძლევა, მოსაკლავად განწირული ეს ბავშვები როგორ ეხვეწებოდნენ ჯალათებს სიცოცხლის შენარჩუნებას! ახლა აღმოჩნდა, რომ ციხიდან არანაირი გაქცევა არ იგეგმებოდა, რომ ამ პირტიტველა ბიჭების მკვლელობა იმ სცენარის ნაწილი იყო, რომლითაც სააკაშვილის რეჟიმს უცხოელი ლობისტების წინაშე თავი უნდა მოეწონებინა.

 

ეს ბავშვები რეჟიმმა მხოლოდ საკუთარი პიარის მიზნით დახოცა!

 

ერთ-ერთი ცხედრის სიახლოვეს, ვიდეოკადრებში კიდეც მოჩანს გახსნილი პატარა ჩემოდანი, სადაც მუსლიმანური ნათლობისთვის განკუთვნილი ნივთები აწყვია და ვინ დაიჯერებს, რომ პატიმრის ციხიდან გაქცევის ორგანიზატორებს თან ასეთი ნივთები ჰქონდათ?

 

ვიდეოკადრებში ცხედრებთან მომღიმარი დათა ახალაია და გურამ დონაძეც ჩანანან. მათთვის ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერ არ დამდგარა განაჩენი, თუმცა, არც სინდისი და არც უდანაშაულობის პრეზუმფცია არ შემიშლის ხელს, მათ მკვლელბი ვუწოდო!

 

დიახ, ამ ბიჭების მკვლელბს სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოთ! ამ სისასტიკის ჩამდენებს სული ციხეში უნდა ამოხდეთ!",- განაცხადა მიქიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner