logo_geo
eng_logo
კამალა ჰარისი: მოსკოვის ქმედებები არ შეესაბამება მათივე განცხადებებს ჯარების გაყვანის თაობაზე
- +

19 თებერვალი. 2022. 15:46

 

აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ, თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს დიალოგისთვის მზადყოფნაზე საუბარს, თუმცა, რეალურად თავისი ქმედებებით დიპლომატიის შესაძლებლობებს ამცირებს.

 

„მოსკოვის ქმედებები მათივე განცხადებებს არ შეესაბამება. ხაზგასმით ვამბობ: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მას უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. ეს სანქციები გამიზნული იქნება რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებზე. გარდა ამისა, სანქციები შეეხება მათაც, ვინც ამ შეჭრას უჭერს მხარს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner