აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ, თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს დიალოგისთვის მზადყოფნაზე საუბარს, თუმცა, რეალურად თავისი ქმედებებით დიპლომატიის შესაძლებლობებს ამცირებს.
„მოსკოვის ქმედებები მათივე განცხადებებს არ შეესაბამება. ხაზგასმით ვამბობ: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მას უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებენ. ეს სანქციები გამიზნული იქნება რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებზე. გარდა ამისა, სანქციები შეეხება მათაც, ვინც ამ შეჭრას უჭერს მხარს“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.