დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ პოლიტიკასა და მომავლის ხედვებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელსაც სააგენტო UNHCR-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
მხარეები სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.