logo_geo
eng_logo
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
- +

19 თებერვალი. 2022. 15:49

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა.

 

საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, „Siemens Energy AG“-ი დაინტერესდეს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს.

 

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმა ლურად დაუჭიროს მხარი „Siemens Energy“-ის მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტს შესთავაზა, „Siemens Energy“-ის დელეგაცია წარმოების შესაძლებლობებსა და ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ პოტენციალს ადგილზე გაეცნოს.

 

„Siemens Energy”-ი მსოფლიოს 90 ქვეყანაში საქმიანობს და 90 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner