საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, „Siemens Energy AG“-ი დაინტერესდეს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს.
პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმა ლურად დაუჭიროს მხარი „Siemens Energy“-ის მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტს შესთავაზა, „Siemens Energy“-ის დელეგაცია წარმოების შესაძლებლობებსა და ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ პოტენციალს ადგილზე გაეცნოს.
„Siemens Energy”-ი მსოფლიოს 90 ქვეყანაში საქმიანობს და 90 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.