logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია
- +

19 თებერვალი. 2022. 15:51

 

„ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება.

 

„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია „Siemens Energy“-ის აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთან. მრავალფუნქციური ჰაბის შესაძლებლობების პირობებში, საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner