„ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია „Siemens Energy“-ის აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთან. მრავალფუნქციური ჰაბის შესაძლებლობების პირობებში, საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.