logo_geo
eng_logo
კამალა ჰარისი: რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ
- +

19 თებერვალი. 2022. 15:52

 

„ნატოს ქვეყნები რუსეთის ქმედებებს ერთნაირად ვაფასებთ, იმიტომ რომ აქ ორი აზრი ვერ იარსებებს. რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ,“ - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ გეგმავს, სინამდვილეში კი მოსკოვი ხელსაყრელ მომენტს დაელოდება.

 

„ნატოს ქვეყნები რუსეთის ქმედებებს ერთნაირად ვაფასებთ, იმიტომ რომ აქ ორი აზრი ვერ იარსებებს. რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრებენ და პარალელურად შეჭრისთვის ყალბი საბაბების შექმნას გააგრძელებენ“, - ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner