logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას
- +

19 თებერვალი. 2022. 17:03

 

„გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, და ზოგადად - ქალთა ინტერესების რეალიზებას და ქალთა უფლებების დაცვას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მორიგი შეხვედრა გვქონდა დღეს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჩვენი პარტიის ქალ წევრებთან. ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმა, რომელიც უკავშირდება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას. ეს ორგანიზაცია დაფუძნდება უახლოეს მომავალში - დაახლოებით ერთ თვეში ჩატარდება დამფუძნებელი ეროვნული კონფერენცია და შემდეგ რეგიონული კონფერენციები. ამის შემდეგ ეს ორგანიზაცია გადავა აქტიურ ქმედებებზე. გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას, და ზოგადად - ქალთა ინტერესების რეალიზებას და ქალთა უფლებების დაცვას - ეს იქნება ორგანიზაციის მთავარი ამოცანა“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner