logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე გახარიაზე: ყველაზე ნაკლებად, რაზეც შეიძლება ახლა ვდარდობდეთ, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ
- +

19 თებერვალი. 2022. 17:04

 

„ყველაზე ნაკლებად, რაზეც შეიძლება ახლა ვდარდობდეთ, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ზუგდიდში, ჟურნალისტებს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

კობახიძის თქმით, მათ გახარია არ განუდევნით, არამედ გახარიამ თავად განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან.

 

„ჩვენ არავის არ ვდევნით. ის თვითონ არის განდევნილი. მან თავად განდევნა საკუთარი თავი საჯარო სივრციდან და ვფიქრობ, კარგი გააკეთა, რადგან კარგად ხვდება, დღეს მისი ადგილი საჯარო სივრცეში არ არის. ამიტომ იმალება ის მთელი თვეების განმავლობაში, ემალება საზოგადოებას, საკუთარი პარტიის წევრებს. ხვდება, რომ პირველ რიგში, ვალები აქვს გასასტუმრებელი, ფინანსური ვალები, ვიდრე საჯარო აქტივობას გააგრძელებს.

 

მას არ აქვს გამოსაჩენი პირი. „ნაცმოძრაობასთან ღიად შეიკრა. არჩევნებში ვერ მიაღწია იმას, რისი მიღწევაც უნდოდა. სურდა, რომ ჩვენ 43% ვერ აგვეღო. არის წარუმატებელი, დამარცხებული, ალიანსში „ნაცმოძრაობასთან“.

 

ყველაზე ნაკლებად, რაზეც შეიძლება ახლა ვდარდობდეთ, ეს არის შურისძიება გაკოტრებული ადამიანის მიმართ“, - დასძინა კობახიძემ.

 

მისი თქმით, გახარიას შესახებ საზოგადოებისთვის საინტერესო დეტალები შესაძლოა, მოგვიანებით გახდეს ცნობილი.

 

„როცა დადგება დრო ამას გავაკეთებთ. დანარჩენი, მე არ მაქვს ამის კომპეტენცია, რომ სხვა საკითხებზე ვისაუბრო“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner