logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: სირცხვილია, პრეზიდენთი ჩიოდეს, ზეწოლის მსხვერპლი ვარო...
- +

5 აგვისტო. 2016. 19:34


პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე  გაზეთ „კვირის პალიტრასთან" პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე ზეწოლა განხორციელდა.


„სირცხვილია, პრეზიდენთი ჩიოდეს, ზეწოლის მსხვერპლი ვარო... პირველი, რომელმაც ამგვარი ზეწოლა უნდა აიცილოს მის ხელთ არსებული მექანიზმებით, არის პრეზიდენტი, ოღონდ ამ მექანიზმებში მედია არ შედის. მედიასთან გამოსვლა უკვე სასოწარკვეთილი ძახილია: „ხალხო მიშველეთო!" ეს არ შეეფერება პრეზიდენტს, რომელიც უშიშროების საბჭოს კვირაში ერთხელ იწვევს.  სწორედ ამ მხრივ ტოვებს ეს ისტორია არასერიოზულ შთაბეჭდილებას, თუმცა სამართლებრივად შესაძლოა იყო კიდეც ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიმე დარღვევა, რაც აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ", - აცხადებს საყვარელიძე.

 

პოლიტოლოგის აზრით, პრეზიდენტის ეს განცხადება გაუთვლელი ნაბიჯი იყო და მას სურდა გამოეკვეთა საპრეზიდენტო ხელისუფლების ფუნქცია, რომელიც კონსტიტუციაში, ცოტა ბუნდოვანია:


„ჩემი აზრით, ეს იყო გაუთვლელი ნაბიჯი. საქმე ის არის, რომ მარგველასვილს უნდა როგორმე გამოკვეთოს საპრეზიდენტო ხელისუფლების ფუნქცია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში ძალიან ბუნდოვანია. ამისთვის, მარგველაშვილი ხშირად უფრო ამწვავებს ამა თუ იმ პრობლემას. ამიტომაც, ხშირად ჰგონიათ, რომ ის ოპოზიციის მხარეს იხრება. ოპოზიციის მხარეს კი არ იხრება, ზოგიერთი პრობლემის გამწვავებას ცდილობს, რადგან პრეზიდენტის სტატუსს ვერაფრით უპოვა მყარი ნიადაგი. ამ ფონზე გაკეთდა ეს განცხადებაც და არ გათვალა, თვითონ რა პრობლემები შეექმნებოდა. ეჭვი არ მეპარება, ხელახლა რომ უწევდეს ამ განცხადების გაკეთება, სხვანაირად მოიქცეოდა", - განაცხადა საყვარელიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner