logo_geo
eng_logo
ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი უკრაინაში რჩება
- +

19 თებერვალი. 2022. 19:28

 

 

„ნატო კიევში წარმომადგენლობას დროებით ხურავს, თუმცა თანამშრომლების ნაწილი უკრაინაში რჩება“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

როგორც ​ალიანსის ოფისის თანამშრომლები იუწყებიან, დროებით სამუშაოდ ლვოვსა და ბრიუსელში გადავლენ.

 

„ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები გულდასმით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება გახლავთ პრიორიტეტი. ჩვენი თანამშრომლები გადავლენ ლვოვსა და ბრიუსელში. ამგვარად, ნატო-ს ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს“, - აცხადებენ ალიანსის პრესსამსახურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner