logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ოკუპაციიდან
- +

19 თებერვალი. 2022. 20:46

 

,,მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ოკუპაციიდან. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების ხედვა, როგორ ვხედავთ ამ საფრთხეების მინიმიზაციის საშუალებებს იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და სტაბილურობა”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„პრემიერ-მინისტრმა გამართა ბევრი შეხვედრა ბიზნესთან, ეკონომიკისა და ბიზნესის მოზიდვის თვალსაზრისით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი და პრევენცია იქნება იმისა, რომ სიტუაცია ესკალაციის მიმართულებით არ განვითარდეს და ქვეყანას მშვიდობიანი განვითარების საშუალება მიეცეს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner