logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ოპოზიციას უნდოდა კრიზისის გამოწვევა ქვეყანაში და მიიღეს კრიზისი საკუთარ პოლიტიკურ პარტიებში
- +

19 თებერვალი. 2022. 23:27

 

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მიმართული იყო დესტაბილიზაციისა და კრიზისის გამოწვევისკენ, ეს არ გამოუვიდა ოპოზიციას. ისინი იძულებული გავხადეთ შემოსულიყვნენ პარლამენტში და იხვეწებიან სიების აღდგენას, იმუდარებიან, მაგრამ ეს არ მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა  „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მათ უნდოდათ კრიზისის გამოწვევა ქვეყანაში, მიიღეს კრიზისი საკუთარ პოლიტიკურ პარტიებში და ამ კრიზისს ვეღარ გადალახავენ. ერთი მხრივ ეს ძალიან კარგია, რადგან არ შეიძლება მუდმივად დესტრუქციული ძალები იყვნენ გაბატონებული ოპოზიციურ ველზე. პოლიტიკური ველი გასუფთავდება იმისთვის, რომ მართლა ნორმალური, ღირებულებებზე დაფუძნებული და ქვეყანაზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალები გამოვიდნენ ასპარეზზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner