„ევროპას ამ წუთას სანქციების დაწესება არ შეუძლია. როგორ კი სიტყვა პრევენციული ახსენეს, ამას მაშინვე მოჰყვა ის შეხება რაც მოჰყვა. ეს ამაზე რეაქცია იყო. სამწუხაროდ რუსეთმა დაანახა, რომ ერთი და იგივე ფასის გადამხდელი ეს ორი მხარე არ არის იმ ორ რეგიონთან, რომელთაც საქართველო და უკრაინა ჰქვია“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„რუსეთმა პატარა კოზირი უკვე დაიჭირა, ცოტა ხანში გამოჩნდება ჩინეთი. ის შემდეგ ნაბიჯებს ჩინეთთან ერთად აპირებს. ეს ალიანსი დიდხანს არ გაგრძელდება და ისეთივე ფრაგმენტული იქნება როგორც რუსეთ-თურქეთის. ევროპა ამაზე უნდა დაფიქრდეს ძალიან კარგად“, - განაცხადა რომან კაკულიამ.