logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: კეზერაშვილის კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია
- +

20 თებერვალი. 2022. 00:25

 

„კეზერაშვილის კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებდა ქოლ-ცენტრების საქმეს, რადგან გამოძიება მიდიოდა რამდენიმე ქვეყანაში. ინფორმაცია უნდა გახმაურებულიყო ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ. რამდენიმე თვის წინ ჩატარდა გერმანიისა და საქართველოს პროკურატურების ერთობლივი ბრიფინგი. ასევე პრესიდან და არა მხოლოდ პრესიდან არის ცნობილი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას და ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა არის დავით კეზერაშვილი. მისი კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია. ამას ჩვენ ადრეც ვამბობდით, მაგრამ ახლა ამას უკვე ღიად ამბობენ ის ადამიანებიც, ვინც ფინანსდებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიას წამოაძახა და ამხილა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსდებოდა. ყველამ იცის, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ ფინანსდებოდა სწორედ კეზერაშვილის მიერ. ბოლო დროს ორი სხვა ტელევიზიაც ამ დაფინანსების წყაროზე დაჯდა და ა.შ.“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner