logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია
- +

20 თებერვალი. 2022. 10:35

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის განვითარებას აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე. ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს.

 

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე მიიღო ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ გამართული შეხვედრებიდან.

 

აღსანიშნავია, რომ კამალა ჰარისი მიუნხენში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ბალტიის ქვენების ლიდერებს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და სხვა მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner