logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
- +

5 აგვისტო. 2016. 20:49


"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.



თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" იქნება ირაკლი სესიაშვილი.


ბატონი ირაკლი პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრია. პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. უწესიერესი კაცია. ასე რომ, თელაველებს და ყვარლელებს გეყოლებათ ძალიან გამოცდილი და საამაყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა პრემიერმა.



სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ დაასახელა ირაკლი შიოლაშვილი.


ირაკლიც ჩვენი გუნდის წევრია. ის პროფესიით იურისტია და გახლავთ კახეთის გუბერნატორი. ზედმიწევნით იცის კახეთის პრობლემები. ირაკლი დედოფლისწყაროდან არის, დარწმუნებული ვარ, ძალას არ დაიშურებს სიღნაღელების და დედოფლისწყაროელებისთვის და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს პარლამენტში მათი ინტერესების დასაცავად", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" ახმეტაშიც გამორჩეული კანდიდატი ეყოლება.


ეს გახლავთ გელა სამხარაული. გელა უკვე გამოცდილი პარლამენტარია. წესიერი, პატრიოტი კაცია, რომელსაც უზომოდ უყვარს ჩვენი სამშობლო. დარწმუნებული ვარ, ახმეტელები მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას და ღირსეული წამომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.



ლაგოდეხში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი იქნება გურამ მაჭარაშვილი.


 „ბატონი გურამი პროფესიით იურისტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი-წევრია, გახლავთ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი შიდა ქართლის რეგიონში. მას ასევე, საბანკო სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაგოდეხელებს ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. წარმატებები ბატონ გურამს", - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.


გურჯაანში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა დავით სონღულაშვილი.


ბატონი დავითი პროფესიით ეკონომისტია. განათლება აქვს მიღებული მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში და ამასთან, გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრია. მუშაობდა წამყვან პოზიციებზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. დავითი წარმატებული ახალგაზრდაა და გურჯაანელებო, სწორედ ის გააგონებს მთელს საქართველოს თქვენს ხმას საქართველოს პარლამენტიდან", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.


საგარეჯოში „ქართული ოცნების" კანდიდატი იქნება რომან მუჩიაშვილი.


ბატონი რომანი ფინანსისტია, საკუთარი პროფესიით მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით. საგარეჯო და საგარეჯოელები დიდი გულშემატკივრით იამაყებენ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ბატონ რომანს აქვს ასევე მდიდარი გამოციდლება კერძო სექტორში და ის აუცილებლად გამოიყენებს ამ გამოცდილებას თითოეული საგარეჯოელის ინტერესების დასაცავად საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს პარლამენტში ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner