logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჩვენ, დიდი ალბათობით, „ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ
- +

20 თებერვალი. 2022. 16:23

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა „პირველი არხის“ ეთერში, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრეს.

 

ამირან გამყრელიძის თქმით, „ომიკრონის“ პიკი ქვეყანამ უკვე გადაიარა და სიტუაცია ძნელი ნაბიჯებით უმჯობესდება.

 

არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრი შესრულებისკენ მოუწოდებს.

 

„ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ასევე, შემცირებულია ეპიდსიტუაციის დამახასიათებელი სხვა მონაცემებიც, როგორიც გახლავთ: დადებითობის მაჩვენებელი და რეპროდუქციის ინდექსი. ეს ყველაფერი მიუთითებს რომ ჩვენ დიდი ალბათობით „ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ. ეს გაუმჯობესება გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ რეკომენდაციები აუცილებლად დასაცავია. აუცილებელია პირბადის უნივერსალური ტარება და აცრები“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

ინფექციონისტის  თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება.

 

როგორც ოთარ ჩოკოშვილი აღნიშნავს, „ომიკრონით“ ინფიცირებულებსაც აღენიშნებათ  გახანგრძლივებული სიმპტომები.

 

„პოსტკოვიდი მრავალრიცხოვანი ჩივილებით გამოირჩევა. იყო შემთხვევები როცა „ომიკრონით“ ინფიცირებულებს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  გახანგრძლივებული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ეს იყო - ტემპერატურის მომატება და რესპირატორული სიმპტომები“, - აღნიშნავს ოთარ ჩოკოშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner