logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: რუსეთისთვის მუდმივად მოლაპარაკების შეთავაზების რეჟიმში ვერ ვიქნებით - თუ ესკალაცია გაგრძელდება, რუსეთი მასშტაბურ სანქციებს მიიღებს
- +

20 თებერვალი. 2022. 17:47

 

 

„თუ ესკალაცია გაგრძელდება, რუსეთი მასშტაბურ სანქციებს მიიღებს“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დეესკალაციის არანაირი ნიშანი არ შეინიშნება, რაც კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსს ამცირებს.

 

„ჩვენ გვსურს, ნებისმიერი დიპლომატიური საშუალება გამოვიყენოთ მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსი დაბალია. რუსეთის მხრიდან არ შეიმჩნევა დეესკალაციის ნიშნები. უკრაინის საზღვართან გრძელდება რუსული ძალების კონცენტრაცია. ჩვენ ვერ ვიქნებით რუსეთისთვის მუდმივად მოლაპარაკების შეთავაზების რეჟიმში და მათ ყოველთვის ზეთისხილის რტოს ვერ შევთავაზებთ“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner