logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს
- +

20 თებერვალი. 2022. 19:30

 

 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე სავარაუდოა.

 

„თავდასხმის რისკი ძალიან მაღალია, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმას გეგმავს“, - განაცხადა  ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

 

მისი თქმით, ჯარები არა თუ გადიან არამედ ემატება.

 

„არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ემზადება საბაბის შესაქმნელად უკრაინაზე თავდასხმისთვის. ჩვენ გვინდა ვაიძულოთ რუსეთი შეცვალოს კურსი და ჩვენთან ერთად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner