logo_geo
eng_logo
თუ იქნება მორიგი სამხედრო აგრესია, რუსეთს ვუპასუხებთ მასიური სანქციებით - შარლ მიშელი
- +

20 თებერვალი. 2022. 20:11

 

 

„შეუძლებელია, რუსეთს მუდმივად ზეთის ხილის რტოს ვუწოდებდეთ, მაშინაც კი, როცა ის სარაკეტო წვრთნებს ატარებს და ძალების მობილიზებას აგრძელებს“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, დონბასში გამწვავების ფონზე და რუსეთის მიერ უკრაინაში შემოჭრის საფრთხის ფონზე, ჩნდება კითხვაა სურს თუ არა კრემლს დასავლეთთან დიალოგის დაწყება უსაფრთხოების გარანტიებზე.

 

„შეუძლებელია, რუსეთს მუდმივად ზეთის ხილის რტოს ვუწოდებდეთ, მაშინაც კი, როცა ის სარაკეტო წვრთნებს ატარებს და ძალების მობილიზებას აგრძელებს. თუმცა, ერთი რამ ცხადია, მორიგი სამხედრო აგრესია თუ იქნება, ჩვენ რუსეთს ვუპასუხებთ მასიური სანქციებით, ამის საფასური უნდა იყოს და იქნება ძალიან სერიოზული“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა თავისუფალი არჩევანი დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, რეფორმების საარგებლოდ და ეს არის უდიდესი ღირებულება. თუმცა, ეს დემოკრატიული არჩევანი კრემლში აღქმულია, როგორც ეგზისტენციალური საფრთხე რეგიონში ჯაჭვური რეაქციის, მისი პოტენციური ეფექტის გამო“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner