ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან" იქნება ირაკლი სესიაშვილი.
„ბატონი ირაკლი პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრია. პარლამენტში ხელმძღვანელობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს. უწესიერესი კაცია. ასე რომ, თელაველებს და ყვარლელებს გეყოლებათ ძალიან გამოცდილი და საამაყო წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა პრემიერმა.