logo_geo
eng_logo
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს აგრძელებენ
- +

20 თებერვალი. 2022. 20:11

 

 

„რუსეთი და ბელარუსი ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, -ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი დონბასში ვითარების გამწვავება გახდა. წვრთნების ძირითად მიზეზად „ადეკვატურ რეაგირების უზრუნველყოფა და საერთო საზღვრებთან არაკეთილმოსურნეების სამხედრო მომზადების დეესკალაცია“ სახელდება.

 

ბელარუსის ტერიტორიაზე ერთობლივი წვრთნები 10-დან 20 თებერვალს უნდა გაგრძელებულიყო. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთს შეუძლია წვრთნები უკრაინაში შესაჭრელად გამოიყენოს. მოსკოვი ამას უარყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner