logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ფრთას ურჩევნია, ერთგვარი თანამშრომლობის ილუზია შექმნას და „ლელოს“ კანდიდატი გაიყვანოს
- +

20 თებერვალი. 2022. 21:23

 

 

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ფრთას ურჩევნია, ერთგვარი თანამშრომლობის ილუზია შექმნას და „ლელოს“ კანდიდატი გაიყვანოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „იმდის კვირას“ განუცხადა.

 

დავითულიანი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის ზღვარი დიდი ხანია წაშლილია.

 

„რაღაც თვალსაზრისით, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ფრთას ურჩევნია, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთგვარი თანამშრომლობის ილუზია შექმნას და „ლელოს“ კანდიდატი გაიყვანოს. ამას დაარქვას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება. ილუზია თითქოს, არის ოპოზიციური სპექტრი - სინამდვილეში ეს არის დეფრაგმენტირებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც სხვადასხვა სახითა და ფორმით წარმოგვიდგება სხვადასხვა არჩევნებზე“, - განაცხადა დავითულიანმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს „ლელოს“ წარმომადგენელს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner