„ის, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში ჩვენ აქ ვართ, გარკვეულწილად საქართველოს მყარი პოზიციების ნათელი დადასტურებაა“, - ამის შესახებ მიუნხენს უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. „იმედის კვირასთან“ საუბრისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა რუსეთის მხრიდან ჩვენ ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და ამავე დროს, ჩვენთვის უცხო არ არის ის სცენარი, რომელიც ახლა ვითარდება. ძალიან ბევრ პარალელს ვხედავთ. ახლა არის კრიტიკული მომენტი. ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო იმისთვის, რომ ელემენტარული შეცდომა არ იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მას მოჰყვეს ნაბიჯები ინტერვენციის მიმართულებით. ამიტომ, ამ მძიმე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს აქვს, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა ზალკალიანმა.