logo_geo
eng_logo
ივანე ჩხაიძე: მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება
- +

20 თებერვალი. 2022. 22:44

 

 

„შეგვიძლია, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

 

 

ივანე ჩხაიძის თქმით, სამშაბათის მონაცემები ეპიდსიტუაციის მხრივ გადამწყვეტი იქნება.

 

„სტატისტიკის შესაბამისად, სწორედ სამშაბათი არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე. თუ სამშაბათის ციფრი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელების მიმანიშნებელი, მაშინ უკვე შეგვიძლია, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია. მომდევნო დღეების განმავლობაში იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია იქნება გაგრძელებული, შენარჩუნებული და ალბათ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში საქართველოში დასრულებული იქნება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ეპიდემიოლოგმა მაკა ბულეიშვილმა, „ომიკრონის“ მიმდინარეობის და დელტა შტამის მიმდინარეობებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა.

 

„რეინფიცირების ფაქტები სამწუხაროდ უფრო მეტად დაფიქსირდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ნამდვილად სერიოზულად განსხვავდება „ომიკრონის“ მიმდინარეობა დელტა შტამის მიმდინარეობისგან. დავიცვათ ისევ რეკომენდაციები და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ თუ კი დაინფიცირებულები ვართ ვიყოთ იზოლაციაში“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner