„იმედის კვირა“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს შეხვდა, რომელმაც თავის ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა, მათ შორს რუხის მრავალპროფილური კლინიკის დანიშნულებაზე.
„რუხის კლინიკის იდეა ის იყო, რომ მომსახურებოდა რეგიონს ჯანდაცვის კუთხით და საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება მეტი სამედიცინო სერვისი და მომსახურება შევთავაზოთ. აქ ამის შესაძლებლობა არის“, - ამბობს აზარაშვილი.