„საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 1 საათისა და 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა“, - ამის შესახებ euronews წერს.
ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი დიპლომატიური საქმიანობს გაძლიერებაზე შეთანხმდნენ, ამ პროცესს საბოლოო მიზანი კი უკრაინაში კრიზისის განმუხტვაა.
პრეზიდენტები ასევე ნორმანდიულ ფორმატში მუშაობის განახლებაზე შეთანხმდნენ.