„ეს არის ფარისევლობის ჩვეულებრივი მაგალითი, რომელიც, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან მყოფ პარტიებს აქვთ დამკვიდრებული“, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი ბადრი ჯაფარიძისა და ირმა ინაშვილის შეხვედრას. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ გაიხსენა, რომ წარსულში „ლელოს“ ლიდერები „პატრიოტთა ალიანს“ რუსულ ძალას ეძახდნენ.
„ლელო“ განსაკუთრებით გამოირჩევა ფარისევლობითა და სიყალბით ბევრ რამესთან დაკავშირებით. ამაზე გვქონდა საუბარი, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო სხვადასხვა მოლაპარაკებების პერიოდი, მეც არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ხშირად ასრულებდა ჩამშლელის როლს ამ შეთანხმებების დროს. მათ შორის, საარჩევნო რეფორმაში მონაწილეობდნენ და ბოლო მომენტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ხმა არ მისცეს რეფორმას. ეს ფაქტიც ფარისევლობის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.