logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თავის დროზე რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის „ლელოსა“ და „გირჩის“ თავმჯდომარეებმა საკუთარი განცხადებებით დატოვეს მანდატი. მაშინ არ მოგვისმენია რაიმე გამკიცხველი განცხადებები
- +

20 თებერვალი. 2022. 23:52

 

 

შალვა პაპუაშვილი 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„სხვათა შორის, თავის დროზე რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის „ლელოსა“ და „გირჩის“ თავმჯდომარეებმა საკუთარი განცხადებებით დატოვეს მანდატი. მაშინ არ მოგვისმენია რაიმე გამკიცხველი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატებმა დატოვეს მანდატი. ასე რომ, ვფიქრობ აქაც უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები შეფასებების დროს. როდესაც დეპუტატი უპატივცემულობას იჩენს საკანონმდებლო ორგანოსა მიმართ, იმით რომ საერთოდ არ ესწრება სხდომებს და შენობაშიც კი არ შემოდის, აქ პასუხი არის ცალსახა. და მეორე მხრივ, როდესაც არსებობს კანონში შესული განაჩენი, აქაც სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა. ეს იქნებოდა პრეცედენტი, რომლის დაშვება არ იქნებოდა სწორი, ჩვენს კონსტიტუციასთან არ ვიქნებოდით პირნათელი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner