logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არის საკითხები, რომელთა განხილვის დროს თითქოს მათში პოლიტიკოსის ის ნაწილი იღვიძებს, რომელიც დისკუსიაში შემოსვლას ცდილობს
- +

21 თებერვალი. 2022. 00:11

 

 

„არის საკითხები, რომელთა განხილვის დროს თითქოს მათში იღვიძებს პოლიტიკოსის ის ნაწილი, რომელიც ცდილობს დისკუსიაში შემოვიდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

„გვქონდა ფარმაცევტულ საკითხებთან დაკავშირებით განხილვები და ოპოზიციასთან საინტერესო დისკუსია გაიმართა. „მინისტრის საათს“ ვიცე-სპიკერი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი უძღვებოდა და ვფიქრობ, სხდომამ კონსტრუქციულად ჩაიარა. ერთ-ერთი მიზანი, რაც მე დავისახე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არის, რომ მეტი შემოვიდეს ისეთი საკითხები, რაზეც რეალურად არის სამსჯელო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2024 წლის განაცხადზე, ეს გულისხმობს ქართული კანონმდებლობის დაახლოებას ევროპულ კანონმდებლობასთან. ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. არის კანონპროექტები, რომლებიც უკვე პარლამენტშია შემოსული. მაგრამ, სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დილემურ სიტუაციაში და საკუთარ თავს საზღვრებს უწესებენ. ისინი თავად კეტავენ გზას დიალოგისკენ და საპარლამენტო ცხოვრებისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner