logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის სიების აღდგენაზე: თავად არიან კანონმდებლები, თუ ფიქრობენ რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, დააინიცირონ ცვლილება კანონში
- +

21 თებერვალი. 2022. 00:11

 

 

„თავად არიან კანონმდებლები, აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ამიტომ, თუ ფიქრობენ რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, დააინიცირონ ეს ცვლილება კანონში და მე პირადად სიამოვნებით მოვისმენდი მათ მოტივაციას“, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნას მათ მიერვე ჩახსნილი საარჩევნო სიების აღდგენასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე თავის დროზე სიებს გაუქმებას „ანტიკონსტიტუციურ შანტაჟს“ უწოდებს.

 

„სიების ჩახსნა იყო გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. გახსოვთ, იმიტომ ჩახსნეს სიები, რომ მეტი ზეწოლა ჰქონოდათ პარლამენტზე და პარლამენტი იძულებული ყოფილიყო დაშლილიყო. ეს ყო ჩვეულებრივი ანტიკონსტიტუციური შანტაჟის ინსტრუმენტი და მას შემდეგ, რაც ეს შანტაჟი ჩაიშალა, ახლა უკვე ცდილობენ უკან დააბრუნონ ეს ყველაფერი ისე, რომ საბოლოო ჯამში არც არავინ აღიარებს, რომ რამე შეცდომა ჰქონდათ. მათ რიტორიკას თუ შეხედავთ, იმის სითამამეც არ ჰყოფნით ისაუბრონ იმაზე თუ რა უყვეს საკუთარ ქვეყანას 6 თვის განმავლობაში, როდესაც არ შემოდიოდნენ პარლამენტში, იმით, რომ აჯანჯღარებდნენ ქვეყანას და შემდეგი 6 თვე, როდესაც საუბრობდნენ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობაზე. ახლა ამაზეც არ საუბრობენ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ არანაირი საფუძველი ამ საუბრებისთვის არ აქვთ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner