„რომ არა თავის დროზე პრინციპულობა, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ ნარატივის გადატეხას, რომელიც 2020 წელს არჩევნებთან დაკავშირებით იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LAIV“ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ მათმა პრინციპულმა, თანმიმდევრულმა მიდგომამ, სიხისტემ, რომ არცერთი ნაბიჯით არ დაეხიათ უკან, რათა სიმართლე დაგვემტკიცებინა, თავისი გაიტანა.
„საკითხი არის რაში, რომ ვიყოთ გულწრფელები, ვისაუბროთ სიმართლე და ვიყოთ პრინციპულები. ეს თუ არის სიხისტე, რა თქმა უნდა, აქ უნდა ვიყოთ ხისტები, როდესაც ვსაუბრობთ გულწრფელობასა და პრინციპულობაზე. რომ არა თავის დროზე პრინციპულობა, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ ნარატივის გადატეხას, რომელიც 2020 წელს არჩევნებთან დაკავშირებით იყო. გახსოვთ ტალღა, ე.წ. გაყალბებული არჩევნების ეპითეტები. სწორედ ჩვენმა პრინციპულმა, თანმიმდევრულმა მიდგომამ და სიხისტემ, რომ არცერთი ნაბიჯით არ დავიხიეთ უკან, რათა სიმართლე დაგვემტკიცებინა, საბოლოო ჯამში, ვნახეთ, რომ სიმართლემ თავისი გაიტანა და დღეს ვერავინ ვერც კი ბედავს იმაზე, ისაუბროს, რომ არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.