logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: რამდენად ჩიხურ მდგომარეობაში აქცევს საკუთარ თავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ასეთ საკითხებშიც კი, ცდილობს საბაბები მოძებნოს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში მონაწილეობა არ მიიღოს
- +

21 თებერვალი. 2022. 00:30

 

 

„მიკვირს, რომ ოპონენტები მიერ არის ამ ნარატივის დამკვიდრების მცდელობა, თითქოს უკრაინის მხარდამჭერი ჩვენი რეზოლუცია რამენაირად ნაკლული იყო“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ოპოზიციის ნაწილმა ხმა არ მისცა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. რამდენად ჩიხურ მდგომარეობაში აქცევს საკუთარ თავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ასეთ საკითხებშიც კი, ცდილობს საბაბები მოძებნოს, რომ რაიმენაირად „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ასეთ რეზოლუციაში მონაწილეობა არ მიიღოს. საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მკაფიო და ცალსახა - სოლიდარობა ჩვენს უკრაინელ დებთან და ძმებთან, მათ გვერდში დგომა, უპირველეს ყოვლისა იმ საკითხში, რასაც ომის არ დაშვება ჰქვია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner