„დღეს „ქართული ოცნების“ გუნდი შეკრულია ისე, როგორც არასდროს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვნახეთ, სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს როგორი ერთიანია ჩვენი გუნდი და ეს არ არის იმიტომ, რომ ეს არის რაღაც ვერტიკალი ძალაუფლებისა. ეს არის იმიტომ, რომ ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. პირადად მე, რაც დღეს ჩვენს გუნდში მახარებს ეს არის, რომ გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით არ არსებობს არცერთი კითხვის ნიშანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.