logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ასოცირების შეთანხმების 40% უკვე შესრულებული გვაქვს და ჩვენი გეგმაა 2024 წლისთვის შეთანხმების 60-65% შესრულებული იყოს
- +

21 თებერვალი. 2022. 00:47

 

 

„ასოცირების შეთანხმების 40% უკვე შესრულებული გვაქვს და ჩვენი გეგმაა 2024 წლისთვის შეთანხმების 60-65% შესრულებული იყოს“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ეს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს და მაგალითად რძის პროდუქტების ეტიკეტირების რეგულაციები მოიყვანა.

 

„ამაზეა კონცენტრირება საჭირო და ჩემი ამოცანაა ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც ჩვენს ოპონენტებს აქვთ, დავახარჯვინო სწორედ ამ საკითხებზე. თუ კი რაიმე ცოდნა და გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, აქ შემოიტანონ თავიანთი წვლილი, რომ ეს კანონმდებლობა იყოს რაც შეიძლება უფრო სწორად გადმოტანილი ქართულ რეალობაში და, რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უფრო ხელის შემწყობი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner