logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენის თქმით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა, თუმცა ომის თავიდან აცილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს
- +

21 თებერვალი. 2022. 00:47

 

 

„ყველაფერი, რასაც ვხედავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ძალიან სერიოზულია, რომ ჩვენ ვართ შეჭრის ზღვარზე“, - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების აქტივობაზე საუბრისას განაცხადა. CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მზად არის ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს, თუ ეს ომის თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს.

 

ბლინკენმა ასევე განაცხადა რომ უკრაინაში შეჭრის რუსეთის სცენარი წინ მიიწევს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისთვის, რომ დიპლომატიამ ომი თავიდან აიცილოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner