„ყველაფერი, რასაც ვხედავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს ძალიან სერიოზულია, რომ ჩვენ ვართ შეჭრის ზღვარზე“, - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების აქტივობაზე საუბრისას განაცხადა. CNN-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი მზად არის ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს, თუ ეს ომის თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს.
ბლინკენმა ასევე განაცხადა რომ უკრაინაში შეჭრის რუსეთის სცენარი წინ მიიწევს, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისთვის, რომ დიპლომატიამ ომი თავიდან აიცილოს.