ავტორი ჯემალ სეფიაშვილი
დიდ ქართველ კომპოზიტორს, ჯემალ სეფიაშვილს 19 თებერვალს საიუბილეო თარიღი ჰქონდა. მას 75 წელი შეუსრულდა. მილოცვების კვალდაკვალ ბატონი ჯემალი მადლიერებით პასუხობს ქართველ ხალხს... გთავაზობთ მის სამადლობელ მიმართვას:
„მაქვს პატივი, მადლიერება და სიხარული გამოვხატო ჩემი დაბადების დღის ასეთი გულთბილი მოლოცვებისათვის, კეთილი სურვილებისათვის. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს, თბილისის საკრებულოს და მის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, მადლობა ჩემს მსმენელებს, მეგობრებს, ახლობლებს, კოლეგებს, უცნობ გულშემატკივრებს...
გპირდებით, რომ კვლავაც ბევრ სიხარულს მოგანიჭებთ ჩემი სიმღერებით, ჩემი შემოქმედებით.
სიყვარულით, ერთგულებით,
თქვენი ჯემალ სეფიაშვილი“.