logo_geo
eng_logo
დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
- +

21 თებერვალი. 2022. 10:10

 

 

დღეს, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია. გავრცელებული ინფორმაციით, სხდომას სააკაშვილიც დაესწრება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

 

სახელმწიფო ბრალდება ექს-პრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალით დაშლას, ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად დაუფლებას ედავება.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ საქმეში სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

 

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, 7 ნოემბრის მოვლენის შემდეგ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობიდან გადადგა, რადგან მას მიაჩნდა, რომ აღნიშნული ხელისუფლების შეცდომა იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner