logo_geo
eng_logo
2021 წლის იანვართან შედარებით, წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 41.2%-ით გაიზარდა
- +

21 თებერვალი. 2022. 11:31

 

 

საქსტატის 2022 წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 110.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2%-ით მეტია.

 

აქედან ექსპორტი 331.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (47.6%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 779.1 მლნ. აშშ დოლარს (38.75-ით მეტია).

 

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარში, 447.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.

 

 

2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ბულგარეთი (49.6 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (46.8 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (42.7 მლნ. აშშ დოლარი).

 

ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (141.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (85.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (75.2 მლნ. აშშ დოლარი).

 

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (168.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (122.0 მლნ. აშშ დოლარი).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner